LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს კანდიდატს „ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა: გიორგი ვაშაძე

47
ვაშაძე

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მესამე ძალის“ მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიის რაიონ ბაში-იანეთში, ნიკა საკანდელიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა.

„ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთარი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა.შ.“, – განაცხადა ვაშაძემ 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე და დაამატა: „ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა“.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები