LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი – მარიამ ქვრივიშვილი

301
71391614-2424795054237129-8871405372527607808-o

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ასეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ინდუსტრიას.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის გახსნა ხდება საკმაოდ ფრთხილად, რათა ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს ტურისტული ნაკადების გაზრდა, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ასეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტაა მსგავსი უსაფრთხოების ინდექსის პოზიციონირებული ქვეყანა. ნამდვილად, ძალიან ლამაზია ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც საქართველოს უხვად აქვს და აქედან გამომდინარე, მოდით, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება. სწორედ ამ დღიდან აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები