LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენს შეხვედრებს ესწრება სუსი…ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩვენს მხარდამჭერს პირადი ცხოვრების კადრებით ემუქრებოდა”

177
საბა

“ლელო საქართველოსთვის” თბილისსა და რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. როგორც პარტიის წევრმა საბა ბუაძემ ” რეალურ დროში” განაცხადა, მათ შეხვედრებს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” კოორდინატორები ესწრებიან.

“იყო ხმაურიანი ინციდენტებიც. მაგ.  ზუგდიდში ჩვენს წევრს და მხარდამჭერს – ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი ქმნის არასასიამოვნო და დაძაბულ ფონს, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, – ამბობს საბა ბუაძე.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” “ლელოს” წარმატების ეშინია. 

“იმისთვის, რომ ხელისუფლება დავამარცხოთ, აუცილებელია მრავალფეროვნება. აქვე მინდა მივმართო ჩემს კონკურენტებს მთაწმინდის ოლქში, ბექა ოდიშარიას და შალვა შავგულიძეს. მათ ვიწვევ დებატებში – სატელევიზიო ან რადიო დებატებში, რომ შევეჯიბრეთ , ვისი იდეები უფრო რეალისტურია და ვისი იდეებია ახლოს ხალხის პრობლემებთამ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები