LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენთვის არ არის ახალი ბატონი ბიძინას ქველმოქმედება” – წინასწარი მადლობა მთაწმინდის ფერდობის გამწვანებისთვის

121
Capture

თბილისის მერია დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. თბილისის მერიას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს “ შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი – მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენაა.

პრიექტის პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ფონდ “ქართუს” მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიმართ. მინისტრის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წვლილი დიდია ბუნების გამწვანებასა და ზოგადად ქველმოქმედებაში.

“ის ურბანული ტყე, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა, დეგრადირებულია და საჭიროებს განახლებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუს” და რა თქმა უნდა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს უპრეცენდენტო დახმარებისთვის. თუმცა ჩვენთვის არ არის ახალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ზოგადად გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის კუთხით” – განაცხადა მინისტრმა.

თბილისის მერია მთაწმინდის ფერდობის აღდგენასა და გამწვანებას იწყებს

ახალი პროექტი მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც კახი კალაძემ  ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.