LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბერი მამა ანტონია: საქართველოს საპატრიარქო

345
საპატრიარქო

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე)“, – ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები