LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცინიკურად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის მხრიდან: ცხინვალის პასუხი

174
rusuli-vaktsina-w-h

“ცინიკურად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზრუნვა საქართველოს მთავრობის მხრიდან”, – აღნიშნულ განცხადებას დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რითიც ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ სურვილის შემთხვევაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ექნებათ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, უმჯობესია საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს მიაქციოს ყურადღება.

„აღნიშნულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაოცება გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზრუნვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. საკმარისია ფარისევლობა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სიტუაცია ქართველი პოლიტიკოსების არაჯანსაღ წარმოსახვას აწრიალებს. უმჯობესია საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს მიაქციონ ყურადღება. მათ შორის ვირუსის ჯერ კიდევ სწრაფ გავრცელებასა და უარყოფით შედეგებს, რომელიც „ასტრაზენეკას“ გამოყენების ტრაგიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, ნაცვლად იმისა, რომ მედიაში იძახონ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ მზადაა დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულალურები