LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივილიზაციათა შეტაკება: რა მოხდება თუ ანკარა აია სოფიას მეჩეთად გადააკეთებს

1010
ioane2

დაახლოებით 1500 წლის განმავლობაში აია სოფიამ (Hagia Sophia) მოახერხა ყოფილიყო ბიზანტიის სამეფოს მთავარი კათედრალიც და ყოფილიყო მეჩეთიც ოსმალეთის იმპერიის დროს, თანამედროვე თურქეთში კი მას მუზეუმის სტატუსიც ხვდა წილად.

თუმცა აია სოფიას ბედს თურქეთის სახელმწიფო კიდევ ერთხელ გადაწყვეტს. 17 ივლისს გამოცხადდება  გახდება თუ არა აია სოფიას მუზეუმი კვლავ მეჩეთი.

ქადაგების დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განმარტა: „ეს არის ნაბიჯი, რომელიც მილიონობით ქრისტიანს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს. აია სოფიას ტაძარი არის ქრისტიანობისა და ისლამის შეხვედრის ადგილი, მაგრამ ის შეიძლება ცივილიზაციის გახლეჩვის მიზეზიც გახდეს“. 

ტაძრის მშენებლობის ბრძანება ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ გასცა. ტაძრის მშენებლობისთვის იმდროინდელი სახელწიფოს რამდენიმე წლის ბიუჯეტი დაიხარჯა. გამოიყენეს ყველაზე ძვირფასი სამშენებლო მასალა, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან მიჰქონდათ.

აია-სოფია შესაძლოა მეჩეთად ...

აქტივისტი იუნის გენში ვარაუდობს, რომ ქრისტიანები გააპროტესტებენ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას:

„ისინი უკმაყოფილო იქნებიან და არ ენდომებათ, ტაძარი კვლავ მეჩეთი გახდეს და ეს არცაა გასაკვირი. მაგრამ ჩვენ მუსლიმები ვართ, ეს არის ქვეყანა, სადაც მუსლიმები მე-15 საუკუნიდან არიან ქვეყნის სათავეში და ასე იქნება ყოველთვის. ამიტომაც გვინდა, რომ აია სოფია კვლავ მეჩეთი გახდეს“.

გადაწყვეტილება, რომ აია  სოფია მუზეუმი ყოფილიყო, 1934 წლის ნოემბერში მიიღეს. ზუსტად 86 წლის შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს. ანკარამ უკვე განაცხადა კრიტიკოსების გასაგონად, რომ არაა ვალდებული ვინმეს მოსაზრება გაიზიაროს.

ვაშინგტონის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი სონერ ჩანტაი ტაძრის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:

„ჩემი აზრით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო პულსს გრძნობს. მან ერთის მხრივ თავისი მომხრეების რიგები უნდა გაამყაროს, რომლებიც იმყოფებიან პოლიტიკური სპექტრის უკიდურესად კონსერვატორულ ნაწილში. ზუსტად ამიტომ ის იწყებს აია სოფიას სტატუსზე საუბარს ახლა, რაც მას დაეხმარება, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ისლამი თურქული ეროვნული თვითმყოფადობის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია“. 

 ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთებით, ქრისტიანული კვალი საბოლოოდ წაიშლება.

თურქეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტაძრის სტატუსის შეცვლა მთავრობის პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები