LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთს დახმარებას სთხოვს

213
ხაჯიმბა-და-პუტინი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს. ე.წ. დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო.

აქვე აღნიშნულია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში დაძაბული ვითარების მშვიდობიანი განმუხტვის მცდელობები „ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“ წარუმატებელია.

საოკუპაციო რეჟიმი პოზიციებს არ ცვლის – რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ტალკის, მარმარილოს, სერპენტინიტის, კერამზიტის უმდიდრესი ბუნებრივი საბადოები, ქართული მხარის მიერ კონტროლის დამყარება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს

აღნიშნული გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან ერთად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რაც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტიის უზრუნველყოფას გულისხმობს.

,,ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის 2005 წლის 18 მარტს გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გულისხმობს შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც „კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს“.

ოსურმა მხარემ ქართული ბლოკპოსტის თავზე სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და დროშა აღმართა

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს თხოვნით, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს „დაძაბულობის დეესკალაციას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა.ოსური მხარე სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვდა.

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა - სუს

სუს-ში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ქართული მხარემ კი პოზიცია არ შეცვალა და განაცხადა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არც განიხილება, ვინაიდან ის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები