LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალმა პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტა

419
69333040-2137190979915451-2646686438388662272-n

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ დე ფაქტო ხელისუფლება პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით ჩაკეტავს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, გამშვები პუნქტი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე დაიკეტება.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარესთან გადასასვლელი ორი გამშვები პუნქტი – „რაზდახანი” და „სინაგური” გაურკვეველი დროით ჩაკეტა. მათივე განმარტებით, კონფლიქტისპირა ზონაში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა. საქმის კურსში არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

გამშვები პუნქტი „პერევი“ ერთადერთია, რომელიც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები