LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველთა წამების ფაქტებზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია — IDFI

155
ill-treatment-of-animals-photo

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, ბოლო წლებში, ცხოველთა წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის (სსკ-ის 259-ე მუხლი) ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, ცხოველთა ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სრულყოფილ სტატისტიკას არ აწარმოებენ, რაც შეუძლებელს ხდის სრული სურათის დანახვასა და პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას.

“თუ გავითვალისწინებთ იმ მოწინავე ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ცხოველთა კეთილდღეობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებია დანერგილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მსგავს დანაშაულთა დიდი რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებამდე ვერ აღწევს.

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მაჩვენებლები ერთეული ხასიათის არის.

დაბალია ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლოთა მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობაც.

რაც შეეხება გამოყენებული სასჯელის ზომებს, სასამართლოთა მიერ უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულებს შეეფარდებათ ჯარიმა, ხოლო უფრო მკაცრი სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში გამოიყენება.

ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სტატისტიკა არ წარმოებს სრულყოფილი სახით, თითოეული მუხლის მიხედვით, რაც შეუძლებელს ხდის სრული სურათის დანახვასა და პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას,”- აღნიშნულია კვლევაში. 

კვლევაში დადებითად არის შეფასებული კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები და აღნიშნულია, რომ  შედეგად გამკაცრდა პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები