თუკი საფრანგეთის დედაქალაქში უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, კვადრატული მეტრის ფასი 10 ათას ევროს აღწევს. თუმცა, პარიზი ლონდონთან ახლოსაც ვერ მივა, სადაც ფასი 14 ათას ევროს აჭარბებს.
ევროპის სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად პორტუგალიასა და ირლანდიაში გაიზარდა. თუმცა, მაღალი ფასი აუცილებლად კომფორტს არ ნიშნავს და საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ დასახლებათა შორის ვენა და კოპენჰაგენი ლიდერობენ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ვენა ამ წოდებას წელს უკვე მეორედ ატარებს.

მსგავსი თემები