LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხვირის გაჭედვა, დაბალი ტემპერატურა, თავის და მუცლის ტკივილი – ინგა მამუჩიშვილი ბავშვებში კორონავირუსის სიმპტომებზე საუბრობს

2667
ingammamuchishvili2011

მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ბავშვებში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობასა და ახალ სიმპტომებზე ისაუბრა.

სიტუაცია ნამდვილად რთულია იმ თვალსაზრისით, რომ შემთხვევების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს და ჰოსპიტალური სექტორი უკვე ვეღარ უძლებს ამ დატვირთვას. რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი და ბრძოლის ჟინი. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ეხება ჩვენს ბავშვებს, მაგრამ თუ ეხება, მათთან ეს დაავადება მიმდინარეობს ან უსიმპტომოდ, მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით. ახალშობილობის პერიოდიდან მოყოლებული 3-4 წლამდე გვაქვს მსუბუქი მიმდინარეობა. 10 წლიდან შესაძლოა ისევე განვითარდეს, როგორც მოზრდილებში, მაგრამ გართულებები ნაკლებია. მე ყოველდღიურად მაქვს შეხება პაციენტებთან და რთული შემთხვევა სულ რამდენიმეა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვებში გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე SARC COV 2 ვირუსი ანუ ახალი კორონავირუსი.

რამდენიმე თეორია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატომ იტანენ უფრო მარტივად ჩვენი პატარები ამ ინფექციას. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვებთან ავადობებში უზარმაზარ როლს ასრულებენ სხვა კორონავირუსები და ეს გაციების ტიპით მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რაღაც მეხსიერება გენებთან დაკავშირებით არსებობს და რაღაც ჯვარედინი მოქმედებაა ახალ კორონავირუსებსა და გადატანილი ვირუსებს შორის. ასევე კალენდარული ვაქციანაცია, რომლის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები შედარებით მარტივად იტანენ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვერც ვიგებთ, რომ ბავშვმა გადაიტანა ეს ვირუსი. მაგალითად ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ხშირად წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსი გამოხატულია მხოლოდ რინო-ობსტრუქციით, ცხვირის გაჭედვა და აქედან გამომდინარე, სუბფიბრილური ტემპერატურა, იშვიათია მადის დაკარგვა. ზოგადად, კორონავირუსი მრავალფეროვნებით ხასიათდება და შესაძლოა იყოს ნევროლოგიური კლინიკა. მოზარდებში მქონდა შემთხვვები, როდესაც ბავშვი უჩიოდა თავის ტკივილს კისრის არეში, მუცლის ტკივილს და ტერფების ტკივილს. იყო შემთხვევა, როდესა ბავშვს ჰქონდა გადასარევი სატურაცია, მაგრამ შევამჩნიე, რომ მუსკულატურა მონაწილეობდა სუნთქვაში, ეს გასინჯვისას შევამჩნიე და კვლევები გავაღრმავეთ. აქვე მინდა ვთხოვო ყველა ჩემს კოლეგას, კატე კვლევა თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, არ ჩავატაროთ, რადგან ამით ვზრდით ონკოლოგიური დაავადებების რისკს. სიმტომებზე საუბრისას, მინდა ვთქვა, რომ ხშირია დიარეა, ღებინების შეგრძნება, კონიუქტვიტი და ალერგიული გამონაყარი. ბოლო რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც დაფიქსირდა სტომატიტიც.

აი მაგალითად გრიპის ვირუსს ახასათებს კლასიკური მიმდინარეობა, ხუთდღიანი და შემდეგ, იწყება მისი ელიმინაცია. კორონავირუსისათვის დამახასიათებელია დაახლოებით 14 დღიანი მიმდინარეობა, კლინიკური სიმპტომატიკა ვითარდება ამ 14 დღის განვავლობაში და ამ სიმპტომების მოხსნის შემდეგ, შესაძლოა კვლავ წამოვიდეს მეორე ტალღა. ეს მეორე ტალღა შესაძლოა იყოს უფრო სუსტი, აქ თან ერთვის მეორადი ბაქტერიული პროცესები და ეს ძალიან საყურადღებოა.

თუ ბავშვს აქვს ძილიანობა, უმადობა, თუ ის ადვილად იღლება, თუ მას გახშირებული აქვს სუნთქვა, განვითარდება ციანოზი, ეს უკვე გართულებებზე მიმანიშნებელი სიმპტპომებია და აუცილებელია ექიმთან დაკავშირება. ჩვენს მშობლებს ძალიან ეშინიათ ტემპერატურის, მაგრამ ტემპერატურის მეშვეობით იწყება ბრძოლა პათოგენთან. როგორც კი ტემპერატურა 37 ან 37.2-ს მიაღწევს, ვიწყებთ პანიკას და ვაძლევთ სიცხის დამწევ საშუალებას. შევეცადოთ 38.5 მდე არ მივცეთ სიცხის დამწევი და ორგანიზმს მივცეთ ბრძოლის საშუალება. დასაწყისშივე ასევე კატეგორიულად არ შეიძლება ანტიობიოტიკის მიცემა. რადგან ჩვენი ჯანმრთელობის ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი მიკრობიოტა, რომელიც გვაქვს ნაწლავებში. ჩვენ ანტიბაქტერიული პრეპარატებით  ხელს ვუწყობთ იმუნიტეტს დაქვეითებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები