LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ის ჟურნალისტის განმარტება: რატომ ჩაიცვა კორესპონდენტმა აბაია თალიბების ქაბულში შეჭრის შემდეგ

170
Untitled design (8)

“თალიბანის” მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ადამიანის უფლებებზე, რომელიც ქვეყანაში დაცული ვეღარ იქნება.

თალიბანის ანგარიშსწორებაზე, რომელიც შესაძლოა დაემუქროს ყველას, იქნება ეს პროფესორი და ჟურნალისტი, თუ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი და ქალთა უფლებების დამცველი.

სწორედ ამ განწყობის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა СNN-ის კორესპონდენტი, კლარისა უორდი და მისი ჩაცმულობა.

დღეს სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჟურნალისტის ფოტოები, რომელშიც ის ტრადიციულ არაბულ სამოსში, აბაიაშია გამოწყობილი.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ უორდმა აბაია “თალიბანის” მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ჩაიცვა. ამასთან ვრცელდება ფოტო, თუ როგორ გამოიყურებოდა უორდი მანამდე.

 

 

ფაქტს “ტვიტერში” ეხმიანება თავად ჟურნალისტი და განმარტებას აკეთებს:

“ეს შედარება არაზუსტია. ზედა ფოტო კერძო კომპლექსის შიგნით არის გადაღებული. მეორე კი ქაბულის ქუჩებში. მე ყოველთვის ვიკეთებდი თავსაბურავს ქაბულის ქუჩაში, თუმცა, ბოლომდე არ მქონდა დაფარული თმა. ასე რომ, არსებობს განსხვავება, მაგრამ არც ისე მკვეთრი”, – წერია ჟურნალისტის “ტვიტში”.

 

კლარისა უორდი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ამ ეტაპზე, CNN-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტია. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები