LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: კანადის პრემიერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

203
ჯასტინ ტრიუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს სოფი გრეგუარს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მას ვირუსზე ტესტი არ ჩატარებია, ვინაიდან COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, მიუხედავად ამისა, კანადის პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები