LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-მა არავაქცინირებული სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

44
1

გავლენიანმა მედიასაშუალებამ, CNN-მა არავაქცინირებული სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

გადაწყვეტილების შესახებ CNN-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თავად აცნობა თანამშრომლებს ხუთშაბათს და თქვა, რომ გათავისუფლდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც ოფისში ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მივიდნენ.

“ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ კომპანიაში ვირუსის გავრცელება, მათ კი დაარღვიეს წესი და სამსახურში აცრის გარეშე გამოცხადდნენ. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ოფისში მისასვლელად საჭიროა აცრა და ეს აუცილებელია იმის განურჩევლად, მუშაობთ ახალ ამბებზე, აშუქებთ სპორტის ამბებს, აქციებს თუ ხართ სტუდიებში.” – თქვა მედიასაშუალების პრეზიდენტმა და აქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მტკიცებულების ჩვენება შესაძლოა კომპანიის შენობაში შესვლის პროცესის ნაწილი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები