LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა

cnn

განგაში, რის გამოც ნიუ იორკის ცენტრში ტელეარხ CNN-ის ბიუროს ევაკუირება მოხდა, ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში ზარი შევიდა იმის თაობაზე, რომ Time Warner Center-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევაკუაცია გამოცხადდა. მათ შორის, შენობიდან გაიყვანეს CNN-ის თოქ შოუების მონაწილეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში იყვნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ შესული ინფორმაცია ცრუ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები