LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ი ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველოს ასახელებს

94
Top-8-Best-Places-To-Visit-In-Georgia-Europe

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ – ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს, სადაც საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ასახელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან დაიწყებს.

საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება - „ვაშინგტონ პოსტი“

"საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს."

„ხუთი მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა 2020 წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და ყველა უცხოელი მოგზაურის ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“ პოპულარიზაციას.

Covid19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა

"ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის."

მეორე ეტაპზე ნებადართული იქნება შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენა ზოგიერთი მიმართულებით.

„ჩვენ გადავდივართ კორონავირუსზე რეაგირების მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის კრიზისის შემდგომ მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.

ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც შეეხება ანტიკრიზისული ზომები“,-წერს CNN-ი.

ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია

უკვე ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები