LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცნობილ ადამიანებს უამრავი პრობლემა გვაქვს. მე არ შემიძლია მივიდე ექიმთან, დავჯდე მისაღებში და წავიკითხო ჟურნალი” – ბრედ პიტის ცნობილი გამონათქვამები

5601
FORTUNA. GE

მართალია, 18 დეკემბერს ბრედ პიტს 57 წელი შეუსრულდა, მაგრამ მაინც ჩვეულ ფორმაშია და ენთუზიაზმით აგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მსახიობს კარიერის დაწყებისთანავე გაუმართლა, რადგან სახასიათო პერსონაჟები განასახიერა ცნობილ ჰიტებში „ტელმა და ლუიზა“, „იქ, სადაც მდინარე მიედინება“ და „კალიფორნია“, ნამდვილი აღიარება კი, 1994 წელს მოიპოვა, როცა ჯერ ნილ ჯორდანის ფანტასტიკურ დრამაში „ინტერვიუ ვამპირთან“ შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა MTV Movie Awards-ის პრემიით, მერე „შემოდგომის ლეგენდებში“ ტრისტან ლადლოუს წყალობით მოიპოვა „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია. ამერიკული კინოს შედევრად მიიჩნევს მსახიობი დევიდ ფინჩერის ტრილერს „შვიდს“, რომელმაც ფასდაუდებელი გამოცდილება შესძინა და ჟურნალ Empire-ის „ყველაზე სექსუალური ვარსკვლავის“ ტიტული მოუტანა. სხვათა შორის, პიტი პირველია, ვინც მსგავსი ტიტული ორჯერ დაიმსახურა.

უამრავი გეგმა მაქვს. სახლი მექნებოდა ბორბლებზე, ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოვუშვებდი და ჯენიფერ ლოპესის მსგავსად ალბომს ჩაწერდი, თუმცა ეს KC & the Sunshine Band-ის (ამერიკული დისკო-ფანკ ჯგუფი) აკუსტიკური ვერსია იქნებოდა. ერთი სიტყვით, Puff Daddy-ის დავემსგავსებოდი, თუმცა ბეწვი სინთეტიკური მექნებოდა.

ცნობილ ადამიანებს უამრავი პრობლემა გვაქვს. მე არ შემიძლია მივიდე ექიმთან, დავჯდე მისაღებში და წავიკითხო ჟურნალი, რადგან ადამიანებს ჩემთან მოსვლის, დალაპარაკების სურვილი გაუჩნდებათ. მე არ შემიძლია სხვებივით მივიდე აეროპორტში და დაველოდო ჩემს რეისს, რადგან ცნობისმოყვარეები უბრალოდ დამასახიჩრებენ.

fortuna.ge გთავაზობთ ბრედ პიტის ფრაზებს:

რაღაცის მისაღებად, რაღაცის დაკარგვაა საჭირო.

არ მიყვარს, როცა ჩემზე ლაპარაკობენ. მოდით, რაიმე მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ.

ზებუნებრივი შესაძლებლობები რომ მოქონდეს, დროს დავაბრუნებდი უკან.

ჩემი კვირა ძალიან მარტივია. შვიდიდან ხუთი დღე ჟურნალისტები დამსდევენ მანქანებით.

იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები ვისაც, ბევრი გენეტიკურად ვერ იტანს.

ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია საკუთარი უსაფრთხოება.

მორალისტობა ნაკლებად მიზიდავს, რადგან არასდროს ვყოფილვარ მორალზე ჩაციკლული.

კარგად მახსოვს პირველი კოცნა. სკოლაში გოგონას შევუთანხმდი ავტოფარეხის უკან შეხვედრაზე და შევპირდი, რომ ვაკოცებდი. ისეთი სერიოზულები ვიყავით, თითქოს ბიზნესზე ვაპირებდით საუბარს. ერთი სიტყვით, ვაკოცე და მერე შეშინებული სახლში გავიქეცი.

უყურო როგორ სძინავს შენს პატარას – ყველაზე ბედნიერი მომენტია ცხოვრებაში, რადგან სწორედ ასეთი წუთები განიჭებს სიამოვნებას.

მარტოობა – არა მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, სიმშვიდე და სიჩუმეა. მარტოობა – სახლიდან ნარჩენების გატანის ვალდებულებაცაა, რადგან მარტო ხარ და სხვა არავინ გაიტანს.

სიტყვის თავისუფლება? – კარგი რამაა. ვფიქრობ, ნებისმიერს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი სათქმელი.

არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რაზეც არაფერი არ იცი. სწორედ ამიტომ არ მიყვარს ინტერვიუები. ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან რას ვფიქრობ ჩინეთსა და ტიბეტზე. ვისი რა საქმეა, რას ვფიქრობ. მე ადამიანი ვარ, რომელიც სცენარით მუშაობს და მსახიობი, რომელიც ნებისმიერ როლს ასრულებს.

სიგიჟემდე მიყვარს მოტოციკლები, სპეციალურად ჩემთვის აწყობილი მოდელებიც მაქვს, რომელთაც ხელოვნების ნიმუშად მივიჩნევ. თუმცა, არ მიყვარს ამაზე საუბარი, უბრალოდ ვაღიარებ, რომ შეპყრობილი ვარ მოტოციკლებით.

წარმოდგენა არ მაქვს ფერწერაზე, მსოლოდ რამდენიმე სკულპტორის გვარი გამიგია და მათი საქმიანობაც ნაკლებად მაინტერესებს.

არასდროს მიტარებია ქვედაბოლო ისე დიდხანს, როგორც „ტროას“ გადაღებებზე. თუმცა, კაბის ტარება არც ისე საშინელი აღმოჩნდა, როგორც წარმომედგინა.

 

 

პოპულალურები