LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების დახმარებით: ცხრა წლის ბულინგის მსხვერპლი ბიჭი დისნეილენდში გაემგზავრება

8318
BeFunky-collage (3)

“დანა მომეცი, რომ თავი მოვიკლა,” – ატირებული ბიჭის ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ვიდეო, რომელშიც 9 წლის ბიჭი სუიციდის მცდელობაზე საუბრობს, ინტერნეტსივრცეში დედამ გაავრცელა.

აღნიშნული ვიდეო უკვე 19 მილიონმა ადამიანმა ნახა. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ჰიუ ჯეკმანმა და ჯეფრი დინ მორგანმა თავიანთ სოციალურ ქსელებში ბიჭის მხარდასაჭერად საკმაოდ ემოციური გზავნილები გაავრცელეს.

https://www.facebook.com/yarraka/videos/10163099957440693/

 

მსახიობები საზოგადოებას მოუწოდებენ მეტი სიყვარული გააზიარონ. ამასთან, ბიჭს ამხნევებენ, მეგობრობასა და გვერდში დგომას უდასტურებენ.

“მეგობარო, შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია…გთხოვთ, ყველას, იყავით გულწრფელები ერთმანეთის მიმართ. ბულინგი არ არის კარგი,”- ამბობს ჯეკმენი.

გარდა ამისა, ბიჭის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, რომლის დახმარებითაც ადამიანები მას დისნეილენდში წასასვლელად ფულს უგროვებდნენ.

როგორც CNN წერს, ბიჭის დისნეილენდში გასამგზავრებლად  10 ათასი დოლარი იყო საჭირო, თუმცა მათ ანგარიშზე უკვე 170 ათასი დოლარი შეგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები