LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მომღერალი, ვისთანაც საყვარელმა ადამიანმა უღალატა – თიკა ჯამბურიამ ,,ფარული კონვერტი” გახსნა (ვიდეო)

47331
reuyeu

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში ,,ფარული კონვერტი” მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ პერიოდზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ, მის ცხოვრებაში ზუკა ყალიჩავა გამოჩნდა, თუმცა ურთიერთობამ მხოლოდ წელიწადი გასტანა. მომღერალმა თქვა, რომ დაშორება მტკივნეულად გადაიტანა და მასთან შერიგებას ცდილობდა, თუმცა ერთ დღეს გაიგო, რომ ზუკას ურთიერთობა ჰქონდა მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან.

,,მახსოვს, რომ უბრალოდ გავითიშე…მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში. ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. არ ვიცი, ძალიან მიჭირს, არ ვიცი სწორედ ვიქცევი თუ არა, ეს არის მომღერალი ია ტომაში…მამხნევებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო და პარალელურად, ჩემს ზურგს უკან ხდებოდა ეს ყველაფერი და გავაკეთე ის, რაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით…

ერთადერთხელ მომინდა ცხოვრებაში, ვიღაცისთვის ცუდზე ცუდად მეპასუხა, ვიყიდეთ საღებავები და მის სადარბაზოზე დავუწერეთ, აქ ცხოვრობს ესა და ეს ადამიანი… მე არ გავხსნიდი ამ კონვერტს, რომ მეგრძნო, ეს ადამიანები ამ ყველაფერს ნანობენ”- თქვა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში “ფარული კონვერტი”

https://www.facebook.com/hiddenenvelope/videos/449406692370964/

თიკამ ყოფილ ქმართან დაშორების პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ მისი ახალი რჩეულის შესახებ,  ერთ-ერთი მედიასაშუალებისგან გაიგო.

,,ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც გავიგე ვინ იყო ჩემი ყოფილი ქმრის გოგო (არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო) ჩემთან ცხოვრების პარალელურად. მედიაში მის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეწერა. ძალიან რთული იყო, თან მაშინ ნინა დღეების მყავდა, სამშობიაროდან ახალი გამოსული ვიყავი და ეს ყველაფერი ერთად, რაღაც არანორმალური სტრესი იყო ჩემთვის, ბოროტებაა..”, – ამბობს თიკა ჯამბურია.

ამასთან, თიკამ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მის გარეგნობასთან დაკავშირებით დააკომპლექსა. ის ამბობს, რომ იმ შეურაცხყოფებებმა, რომლებსაც საჯარო სივრცეში წონის გამო აყენებდნენ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

,,ჩემი წონა მუდმივადაა საჯაროდ განხილვის საკითხი. წერდნენ – ფუ რამ სისქეა, ძროხაა, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, კომპლექსები გამიჩნდა, პანიკური აშლილობები მქონდა, სახლიდან ვერ გავდიოდი. ქუჩაში ვინმე როცა შემოხედავდა ეგრევე იმას ვფიქრობდი, რომ ალბათ თვლის ძალიან სქელი ვარ. ახლაც დიეტაზე ვარ. ძალიან ცუდი კვების რეჟიმი მაქვს, მთელი დღე არ ვჭამ მაგრამ საღამო არის ჩემი დიეტის დარღვევის დრო. ერთი წელია არ მიჭამია ხორცი. ამსათან მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვიღებ მედიკამენტებს, ხო არ დავდგები და მოვყვები ყველაფერს. არ შემიძლია ამჯერად ვიყო გამხდარი, ისე როგორც ყველა ადამიანს არ ექნება ლურჯი და მწვანე თვალები, ასევე ვერ იქნება ყველა ადამიანი მაღალი, ტანადი დაგამხდარი. ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის. ის ვინც ამაზე უსვამს ხაზს, მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს”, – ამბობს თიკა ჯამბურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები