LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

16892
giorgigogichaishvili-news19

ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი უკანასკნელ წლებში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა. უკანასკნელ პერიოდში მისი მდგომარეობა საკმაოდ გართულდა, თუმცა ოჯახი იმედს არ კარგავდა და მკურნალობის პროცესიც აქტიურად მიდიოდა, თუმცა სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.

გიორგი გოგიჩაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ტელეწამყვანია. განსაკუთრებული სიყვარული „ბასტი-ბუბუს“ გადაცემების წაყვანით დაიმსახურა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის გარდაცვალების გამო და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები