LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველები ტრამპის გამარჯვების შესახებ – „ამ შედეგს ისევ კარუსელები ჯობია…“

273

დონალდ ტრამპი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენია. ბიზნესმენმა ჰილარი კლინტონი ყველაზე ძვირად ღირებულად წოდებულ არჩევნებში დაამარცხა. ამ ამბავს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ეხმაურებიან. ქართული სოცქსელიდან ცნობილი ქართველების შეფასებები ამოვკრიფეთ.

თამარა ჩერგოლეიშვილი:

„მოატყუა ჰილარიმ მხარდამჭერები. გამარჯვებაში დაარწმუნა და ხმები ვერ დაიცვა. არ უნდა შევიდნენ დემოკრატები სენატში“.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„ამ შედეგს ისევ კარუსელები ჯობია“.

დათო საყვარელიძე:

„გია ონიანმა მომწერა:

„ახლა ბიონსეს დაბლოკავენ, აღარ ამღერებენ და დე ნიროს ჰილაროკრატიაში გადაიღებენო”  :)))))))“

ნოე სულაბერიძე:

„სტივი – ტაქსიში, ჰილარი – ციხეში, რობერტი – ბოლივუდში“

ნინო ჩხეიძე:

„არ ვიცი ეს არჩევნები, მაგრამ ჩემს ბიონსეზე ვნერვიულობ, შავ სიაშია ეგეც? ახალ წელს ნეტავ, რას იზამს?“

დათუნა სირბილაძე:

„ვიზები მაინც მოგვცენ სასწრაფოდ, კაი სამიტინგე ხალხი ვცდებით…“

დათუნა მგელაძე:

„აჰაჰაჰ, ტრამპი))) ახლა რა მოხდება, ძალიან მაინტერესებს, მიახლოებით იქნებ მომიყვეთ…“