LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველების ზღაპრული დასვენება (ფოტოები)

212

დასვენების დროა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება ფოტოები სხვადასხვა ლამაზი ადგილიდან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ რამდენიმე ცნობილი ქართველი ქალბატონის „ინსტაგრამის“ გვერდები გადავათვალიერეთ და ვნახეთ, რომ ისინი ძალიან კარგად ისვენებენ. ამათ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოები მოწმობს.

დაძაბული სამუშაო წლის შემდეგ თაკო ჩხეიძემ საფუძვლიანი დასვენება გადაწყვიტა და თურქეთის ერთ-ერთ სახელგანთქმულ კურორტს, ბოდრუმს მიაშურა. მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ამაში დარწმუნება თავად შეგიძლიათ, თუკი მის ფოტოებს გადაათვალიერებთ. თაკო ზღვაზე აქტიურად ისვენებს და გარუჯვასაც ახერხებს.

 

მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე დასთან, ცნობილ მსახიობ ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად პარიზს მიაშურა. დებს ძალიან უყვართ ერთად საზღვრებს გარეთ გამგზავრება და არც ახლა უღალატეს ამ ტრადიციას. მათ ბევრი ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრნენ, სადაც ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ასევე ეწვივნენ პარიზის ცნობილ დისნეილენდსაც.

ნინი ბადურაშვილი საქართველოში ისვენებს. ის შავი ზღვისპირეთშია და ირუჯება. ნინი, როგორც ჩანს, არ დარჩა კმაყოფილი ბათუმის აეროპორტის მომსახურებით და ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა კიდეც – ნინიმ აღნიშნა: „მაინტერესებს, რატომ დგას ბათუმის აეროპორტში სამი სკამი?) ანუ სკამობანა უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ადგილი))?!“

მოდელი და ტელეწამყვანი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ალექსანდრა პაიჭაძე თავის ვაჟთან ერთად ისვენებს და ისიც შავი ზღვისპირეთშია. ალექსანდრა არაჩვეულებრივ ფოტოებს აქვეყნებს და რასაკვირველია, უამრავ კომპლიმენტსაც იღებს სოციალურ ქსელში.

 

„ბავშვები, მზე, ზღვა, ქვიშა და მხიარულება. სრულყოფილი დასვენება“ – წერს ტელესახე თიკა ფაცაცია და თავის პატარებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. თიკა, როგორც ფოტოებიდან ჩანს, თაკო ჩხეიძესთან ერთად ისვენებს. ისინი დიდი ხანია, მეგობრობენ და ხშირად დადიან დასასვენებლად ერთად.