LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ

3118

შაბათს არჩევნები გვაქვს. ჩვენს დედაქალაქს კი ახალი მერი ეყოლება. კანდიდატი ბევრია, ფავორიტები ცოტა. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ძალის კანდიდატი

, რომელიც ქართული სპორტის რეალობაში ზეწარმატებული ფეხბურთელი იყო. ის, რომ ცნობილი სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან, უცხო ხილი არ არის. ასეა მთელ მსოფლიოში და უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი ყოფიდანაც.

ოლიმპიური ჩემპიონები ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძე ახლახან აქტიურობდნენ. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებსაც შეხვდებით პარლამენტში და არა მარტო იქ – ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე – დიდი პოლიტიკური ხმაურით არ გამორჩევიან, მაგრამ ხომ არიან…
ბევრად აქტიური და ხმაურიანი იყო ლუკა კურტანაძე.
პარლამენტში იყო სახელოვანი ლევან თედიაშვილი, ასევე რომან რურუა… ერთი პერიოდი აქტიურობდა თვით ნონა გაფრინდაშვილიც… მოკლედ, ასე ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
აქ კი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სპორტსმენების პოლიტიკაში მიდი-მოდის გადავხედოთ. ბუნებრივია მხოლოდ მცირე ნაწილს.

 

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო კარიერის დასრულების შემდეგ პარტია „წინ – უკრაინა!“-ს შეუერთდა. თუმცა მალევე დაუბრუნდა თავის საქმეს და ახლა უკრაინის ნაკრების მწვრთნელია.

 

კრივში მსოფლიოს უკრაინელი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო პოლიტიკური პარტია Удар-ის ლიდერია. სპორტსმენის გეგმებში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც შედის.

 

ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენი სერგეი ბუბკა 2002-დან 2006 წლამდე უკრაინის სახალხო დეპუტატი იყო. შემდეგ იგი ისევ სპორტულ მოღვაწეობას დაუბრუნდა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობაზეც იყარა კენჭი.

 

მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ჭადრაკში, ანატოლი კარპოვი 2011 წელს სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა პარტია „Единая Россия“-დან.

 

მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა 2007 წელს სპორტული კარიერა დაასრულა, რათა პოლიკიტაში მოსულიყო. ის საკმაოდ აქტიური და გამორჩეული ოპოზიციონერი, ანტიპუტინისტი გახლდათ.

 

”მილანისა” და ”ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ჟორჟ ვეა 2005 წელს ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, სამაგიეროდ მან წლევანდელ არჩევნებში გაიმარჯვა. ასე რომ, ფეხბურთელი მთლად პრეზიდენტიც გახდა.

 

ბელგიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მარკ ვილმოტსი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბელგიის სენატის წევრი გახდა. თუმცა ახლა ისევ ფეხბურთშია. არც ისე დიდი ხნის წინ ნაკრების მწვრთნელიც იყო.

 

მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში, რომარიო ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წვერია. იგი პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატად აირჩიეს.

 

ექსცენტრიული პარაგვაელი ხოსე ლუის ჩილავერტი ერთადერთი ჰეთ-თრიკის ავტორი მეკარეა. მას თავის ქვეყანაში ოფიციალური პოსტი არ სჭერია, თუმცა ყოველთვის მონაწილეობდა პარაგვაის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩის სამგზის მონაწილე, „ფინიქსის“ მცველი კევინ ჯონსონი. კარიერის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ მან საკრამენტოს მერად იყარა კენჭი და დამაჯერებლად მოიგო – 54%. ოთხი წლის შემდეგ, 2012 წელს, ექს-ვარსკვლავმა ისევ მოიგო: ამჯერად კალიფორნიის მოსახლეობის ხმების 58% მოიპოვა. მესამედ აღარ უყრია კენჭი, რადგან მთელ რიგ სკანდალებში გაეხვა.

 

მსოფლიოს ჩემპიონი კრივში მენი პაკიაო ფილიპინების კონგრესის წევრი გახდა.

 

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. თბილისის მომავალი მერი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები