LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი უკრაინული ჯგუფის „ბუმბოქსის“ ლიდერი უკრაინის აღმოსავლეთით, ყველაზე ცხელ წერტილში იბრძვის

70
ბუმბოქსი

ცნობილი ხდება, რომ უკრაინული ჯგუფის „ბუმბოქსის“ ლიდერი ანდრეი ხლივნუკი უკრაინის აღმოსავლეთით, ყველაზე ცხელ წერტილში საომრად გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი იური კოშმარჩენკო ავრცელებს.

ჟურნალისტი და ხლივნუკის ახლო მეგობარი „ინსტაგრამზე“ მუსიკოსთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ამბობს, რომ ეს ერთი თვის წინანდელი ფოტოებია. პოსტში ნათქვამია, რომ „ბუმბოქსის“ ლიდერი უკრაინის აღმოსავლეთით იბრძვის, თუმცა სად, ეს არავინ იცის. კოშმარჩენკო ამბობს, რომ სხვა დეტალების გასაჯაროებისგან თავს შეიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები