LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობისმოყვარე ციკნები ყაზბეგის ეროვნული პარკიდან, რომლებიც პირდაპირ კადრში იყურებიან (ვიდეო)

180
ფგ

დაცული ტერიტორიების სააგენტო ყაზბეგის ეროვნული პარკიდან სახალისო ვიდეორგოლს აქვეყნებს.

„მხიარულად მოთამაშე და კლდეებზე მოხტუნავე ციკნები ყაზბეგის ეროვნული პარკიდან. ზოგი მაგთანი განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა და პირდაპირ კადრში იყურება“, – წერს სააგენტო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ერთერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები