LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოფის შემთხვევების გამო ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა

102
bf98ae75b1728612c1b6d156219b3403

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ორ თვიანი კარანტინი გამოცხადდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. ამის შემდეგ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუფიქსირდა.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ აღწერა მოხდება და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დახმარება გაეწევათ.

“მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის პერიოდი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება და ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები