LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ხორცი, ბევრი ბოსტნეული – კაცობრიობის მხსნელი ახალი დიეტა

dieta

მეცნიერებმა შექმნეს იდეალური დიეტა, რომელსაც ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება და ჯამში, ჩვენი გადარჩენა შეუძლია. მეცნიერთა მტკიცებით, დიეტა 10 მილიარდ ადამიანს უპრობლემოდ გამოკვებავს და კაცობრიობას იხსნის. თუ აქამდე ხორცი და რძის პროდუქტები ყოველდღიური რაციონის აუცილებელ კომპონენტებად მიიჩნეოდა, დღეს ჯანსაღი კვების რაციონი სხვაგვარად გამოიყურება. ახალი კვლევებით, ჯანსაღი რაციონის შამადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული. დიეტაში არის ხორცი, თხილი და სხვა მცენარეები.

დიეტა შემდეგნაირია:

თხილი – 50 გრამი დღეში;

პარკოსანი მცენარეები  – 75 გრამი დღეში;

თევზი – 28 გრამი დღეში;

კვერცხი – 13 გრამი დღეში;

საქონლის ხორცი – 14 გრამი დღეში;

ქათმის ხორცი – 29 გრამი დღეში;

ნახშირწყლებიდან პური და ბრინჯი – 232 გრამი დღეში;

რძის პროდუქტები  -250 გრამი დღეში;

ბოსტნეული – 300 გრამი დღეში;

ხილი  – 200 გრამი დღეში;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები