LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ის გამო გაუქმებული ავიაბილეთების ანაზღაურების მოთხოვნა მგზავრებს იანვრიდან შეეძლებათ

81
cancelled-flight

მგზავრებს, რომელთა ფრენა COVID-19-ის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა, უფლება აქვთ, ბილეთის საფასურის ანაზღაურება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მოითხოვონ. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

„აქამდე არსებული რეგულაციებით, ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ჰქონდათ, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ვინაიდან ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რამდენჯერმე მოხდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გადავადება, მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA)  ჩამკეტი ვადა განსაზღვრა, რომლის გასვლის შემდეგაც ავიაკომპანიებს წარმოეშვებათ ვალდებულება მგზავრის მიერ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება მოახდინონ.

შესაბამისად, მგზავრს, რომლის ფრენაც გაუქმდა COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვს, ავიაგადამზიდველისაგან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან“, – წერს „ავიანიუსი“.

სააგენტოს ინფორმაციითვე, აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები