LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ით ინფიცირებული სამი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან: ციციშვილის კლინიკა

55
ციციშვილის კლინიკა

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, 3 ახალშობილი, რომელთაგან ერთს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს „ბრიტანული“, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ფორტუნას“ მაია ჩხაიძემ განუცხადა, სტაბილურად მძიმეა მესამე ბავშვის მდგომარეობაც.

„სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში არიან, ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან“, – აცხადებს მაია ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ციციშვილის კლინიკაში, სამი ახალშობილიდან ერთს “ინდური შტამი” დაუდასტურდა

პოპულალურები