LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა

178
Tbilisi

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა.

„თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში Covid-19–ის 260–ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის 1 ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.

მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება: ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.

თბილისი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,“–ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები