LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid19-ით ინფიცირებული პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80% სახლში იმკურნალებს – ლევან რატიანი

588
1536507275

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროტოკოლზე მუშაობს. სწორედ ამ პროტოკოლით უნდა განისაზღვროს კორონავირუსით ინფიცირებულ რომელ პაციენტებს გაეწევათ ჰოზპიტალიზაცია და რომელი პაციენტები იმკურნალებენ სახლში.

„ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არც ჩვენთან მოხდება ამ ეტაპზე, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური არც პათონოგეზური სამკურნალო საშუალებები. გვაქვს მხოლოდ სიმპტომური თერაპია. ვიმედოვნებ, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა ერთად გადავრჩებით”,- განაცხადა რატიანმა.

რატიანი აღნიშნავს, რომ პაციენტების 80%-ს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდება. დანარჩენ 20%-ს კი, კლინიკებში უმკურნალებენ.

„პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი. ასეთი პაციენტები ამ ეტაპზე, ვინაიდან ჭარბი რაოდენობაა ინფიცირებულების, კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დანარჩენი 20%, რომლებიც არიან საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი”,- განაცხადა რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები