LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Crew Dragon-ის ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე: NASA-ს მორიგი წარმატებული პროექტი

138
201116225252-03-spacex-nasa-1116-super-169

SpaceX – ის ხომალდ Crew Dragon-ის 4 ასტრონავტი 6 თვიანი მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდა.

NASA-მ ასტრონავტები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ უოლკერი და სოიჩი ნოგუჩი Crew Dragon-ის კაფსულით 15 ნოემბერს გაუშვა.

დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მათ 27 საათი დასჭირდათ.

ვიდეო, რომელიც გაშვების პროცესს ასახავს, NASA-მ გაავრცელა.

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ასტრონავტები კოსმოსში მაისშიც გაგზავნა.

მაშინ მას ისტორიული გაშვება უწოდეს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.

როგორც NASA-ში აცხადებენ, მისია უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ემსახურება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საჭირო რაოდენობის ასტრონავტებით დაკომპლექტებას. მისიის ფარგლებში, ისინი სხვადასხვა ექსპერიმენტს განახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები