LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრუ განგაში რადიოჰოლდინგ “ფორტუნაში” – 112-ში უცნობმა პირმა დარეკა

229
BeFunky-collage (8)

112-ში შეტყობინება დაახლოებით, 11:55 წუთზე შევიდა. სატელეფონო საუბარში უცნობმა პირმა მარშალ გელოვანის 2 ნომერში ხანძრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამაშველო სამსახური რადიო “ფორტუნას” შენობაში შეტყობინების მიღებისთანავე, რამდენიმე წუთში მოვიდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ცრუ განგაში იყო.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა იყო მობილიზებული.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, ცრუ სატელეფონო ზარის განმახორციელებელ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ტელეფონის ნომერი, საიდანაც ზარი განხორციელდა, გათიშულია. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ცრუ შეტყობინების მოტივი.

უწყება აცხადებს, რომ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 112-ში,  2020-წელს 7 მილიონამდე ზარი შევიდა, მათგან არამიზნობრივი შეტყობინება 2 427 250 იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ცრუ შეტყობინებათა რაოდენობა 12%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, ცრუ გამოძახებას მკაცრი კანონი უპირისპირდება. საგანგებო სამსახურების ცრუ ან არამიზნობრივი გამოძახება ისჯება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 331-ე, 172-ე და 174 (15) მუხლების მიხედვით. ცრუ შეტყობინებისთვის განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები  100-დან 2500 ლარამდე. არასრუწლოვნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს ან კანონიერი მეურვეს.

გახსოვდეთ, 112-ზე გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში თქვენ ართმევთ დაკავშირების შანსს მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები