LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუდი ტონი: რა გვაღიზიანებს სოცქსელში ყველაზე მეტად

123

გთავაზობთ სოციალური ქსელში გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ „გამაღიზიანებლებს“, რომელთა არ შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფოტო თაიგულით – ბევრს არ ესმის, რომ უზარმაზარი თაიგულით ხელში ან მის ფონზე ფოტოს გადაღება მისი ავტორის უგემოვნებაზე მიუთითებს.

ციტატა ფოტოს ქვეშ – ზიგმუნდ ფროიდი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ გული გაუსკდებოდა, რომ ენახა რამდენ ფოტოს ამშვენებს  “ინსტაგრამში” მისი ციტატა.

ფსევდოკონცეპტუალური ფოტოგრაფია – როცა გგონიათ, რომ ყველასგან განსხვავებულ, ორიგინალურ ფოტოებს იღებთ, სხვებთანაც დაინტერესდდით, ფიქრობენ თუ არა ისინი თქვენსავით.

ბევრი Instagram Stories – რაც არ უნდა საინტერესო ღონისძიებას – წვეულებას ან კონცერტს სტუმრობდეთ, ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ საკუთარი ისტორიები.

გრძელი პოსტი ფოტოს ქვეშ – ყველაფერი ძალიან მარტივია, მათი წაკითხვა ყველას ეზარება.

პოსტები ინგლისურ ენაზე – თუ 600-იდან მხოლოდ 10 ამერიკელი მეგობარი გყავთ, არ ღირს თავის გაგიჟება და საკუთარი პოსტების ინგლისურად თარგმნა, რადგან სინამდვილეში არავის აინტერესებს, დღეს როგორ made your homework და went out with your friends.

შეცდომები – თუმცა, ყველაზე გამაღიზიანებელი, მაინც შეცდომებია სწორედ ამ ინგლისურად თარგმნილ პოსტებში.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები