LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის: გაბუნია

66
თამარ გაბუნია

“რუტინულად, დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ, სამინისტოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თუმცა თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ თუ განსაკუთრებული მდგომარეობაა, სასურველია პაციენტმა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროს:

“აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტს ვურჩევთ კონსულტაცია გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად ან დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო.” – თქვა გაბუნიამ.

დღესვე, ცნობილი გახდა ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ – “ასტრაზენეკას” ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი პირები აიცრებიან და ამ ეტაპზე, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, “ასტრაზენეკასთვის” აღარ მოხდება.

“ასტრაზენეკას” ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი პირები აიცრებიან: გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები