LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“და მაინც გაუმარჯოს სიცოცხლეს, იმიტომ რომ დღეს ყველას მილოცვაში შენხარ!” – ნათია ბანძელაძე

385
BeFunky-collage (1)

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის.

“უშენობით გახლეჩილი ჩემი მე არ შუშდება(((მიუხედავად იმისა, რომ სულ თან გატარებ, მაგრამ, მაინც სულ გეძებ …ადრე ამდენი არც არასდროს მითხოვია ალბათ შენთვის. ხან რას გავალებ ხან რას გთხოვ… ნინი უკვე მსაყვედურობს და ისევ შენსკენ არის) ,,ნათია მამას ძაან ასაქმებს უკვე დაღალაოო“ნანუკას უთხრა … მეკიდევ იმაზე მეტად მიხარია შენი,, დასაქმება <, ვიდრე ოდესმე …ხან ფუტკრად ,ხან ჭიანჭველად და ხან უცხო ადამიანის სიყვარულით სავსე მესიჯად რომ მოდიხარ … არ დაიღალოო რა , ძალიან მჭირდებიიი , შენ ხომ უარს არასდროს არაფერზე მეუბნებოდი ,,კი გრიშშ რომ მექნება აბა რას ვიზამ“
)ერთხელ ძალიან გადამეკიდა რა გიყიდო გრიშ დაბადების დღეზეო და მეც ვუთხარი თუ მეკითხები მანქანა, რად უნდა მაგას ფიქრითქო) და აი დადგა ის 8 მარტიც და უცებ მაწოდებს ბეჭედს, რომელსაც რამდენიმე მრგვალი დისკის ფორმის მოძრავი ფირფიტა უკეთია და მეუბნება : აი გრიშ მანქანა რომ გინდოდა , ჯერ ბორბლებს გჩუქნი ,თან ნახე ტრიალებსო !!!:)))მერე საჭეს და ფარებსაც გაჩუქებ სულ რომ გიხაროდესო“ რანაირი იყო არაამქვეყნიური ,ყველაფერს რომ განსაკუთრებულს ხდიდა ჩემი ტუკლიკუნა…ჰოდა ამიტომ არ მჯერა რომ დამტოვა. ცხოვრება გამოწვევაა და არასდროს იცი რას გიმზადებს სად გისაფრდება ყველაზე ვერაგი((((( ან როდის მოდის ის დიდი ბედნიერება, რომელსაც ყველაზე მეტად ელი. ცხოვრება გრძელდება და ეს,, ჩვეულებრივია“ … რანაირად ხდება ასე სად იშლება ზღვარი ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს შორის…
და მაინც გაუმარჯოს სიცოცხლეს იმიტომ რომ შენ შეგვხვდი !
იმიტომ რომ შენ მაჩუქე ცხოვრების ყველაზე მთავარი ბედნიერებ-ები!!
იმიტომ რომ დღეს ყველას მილოცვაში შენხარ!
იმიტომ რომ ამდენი კეთილი მეგობარი მაჩუქე შენ!
მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ამდენს სხივს რომ მჩუქნით და მასაც რომ ახარებთ!!!
,,გრიშ კარგად მოიქეცი რაოოო“ როცა სასწარკვეთას მივეცი… და რადგან ასე მთხოვა მას რომ გაუხარდეს ისევ ვაგრძელებ…”

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ტელეწამყვანი და ბავშვებისთვის საყვარელი გმირი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა, 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები