LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ – ლატვიაში ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო

79
105585727-2534348473543474-7058353719535169191-n

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ – ამ სახელწოდებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, სოციალურ მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, Youtube, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები. სარეკლამო რგოლები გადის ადგილობრივ რადიო ეთერებში; სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.

მსგავსი ფორმატის მარკეტინგული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.

შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი, ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.

სარეკლამო აქტივობებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია “TRIBE INTERNATIONAL“ ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები