LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაახშეთ  შინაგანი კრიტიკა” – ისააკ ლიდსკის რეკომენდაციები

IsaacLidsky_2016T-embed

სპიკერმა ისააკ ლიდსკიმ მხედველობა დაკარგა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავისი ცხოვრება კვლავაც საინტერესო ყოფილიყო და მიზნებისთვის მიეღწია. ლიდსკი მიიჩნევს, რომ ადამიანების მიუღწეველი სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან და საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებენ. ლიდსკი ფიქრობს, რომ ის, რასაც ხედავენ ადამიანები, არის პირადი, ვირტუალური სინამდვილე, რომელსაც ტვინი ოსტატურად აფორმირებს. იგი დარწმუნებულია, რომ ადამიანები საკუთარ სინამდვილეს თავად იქმნიან და შემდეგ იჯერებენ.

ლიდსკის თქმით, გაფიქრებისას  ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. უნდა გაიხედოს  შიშის მიღმა, ამოიცნოს ვარაუდები და გამოიყენოს შინაგანი ძალა.

„დაახშეთ შინაგანი კრიტიკა. შეიცვალეთ არასწორი შეხედულებები იღბალსა და წარმატებაზე, მიიღეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და დაინახეთ განსხვავებები. გული გაუღეთ ღვთის გულუხვ წყალობას. თქვენი შიშები, თქვენი კრიტიკოსები, თქვენი გმირები და არამზადები, ყველაფერი გამოგონილი საბაბია, თავის მართლება კი მარტივი გზის ძიებაა. განიზრახეთ მათგან გათავისუფლება. თქვენ ხართ საკუთარი სინამდვილის შემქმნელები და ამ უფლებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც გეკისრებათ. ჰელენ კელერმა თქვა, ერთადერთი, რაც მხედველობის დაკარგვაზე უარესია, ხედვის არ ქონაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები