LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას აქვეყნებს

185
ncds-w-h

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას აქვეყნებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიში მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს.

“ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა, მსოფლიოში აღრიცხულია კოვიდით დაინფიცირების 247 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა.

საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან მოყოლებული დღემდე მთავრობის და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას, რომელიც მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს.

წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს,”-აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები