LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამა“ გრძელდება

89

თბილისის მერია „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამას“ აგრძელებს.  როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურში განუცხადეს, 2016 წლის პირველ კვარტალში  ქვეპროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი 11 ათასზე მეტმა პირმა ჩაიტარა.

ქვეპროგრამა მოიცავს შემდგომ კომპონენტებს:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
  • საშვილოსნოსყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებში.
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესისთვის.
  • C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით ორივე სქესისთვის.

მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. სკრინინგის პროგრამაში ჩართვისთვის მსურველებმა განცხადებით ეროვნული სკრინინგ ცენტრს უნდა მიმართონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები