საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად „თიბისი დაზღვევამ” ახალი აქცია დაიწყო. 15 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით „თიბისი დაზღვევაში” და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები:

  • 100 ლიტრამდე პრემიუმ საწვავი
  • 100 ლარიანი „თეგეტა მოტორსის” ვაუჩერიან
  • ტექდათვალიერების მომსახურება

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

  • 15 თეთრიანი ფასდაკლებით „ვისოლის” საწვავზე
  • 50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: „თიბისი დაზღვევის” ფილიალებში, „თიბისი ბანკის” ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsunrace.ge

საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. დაზღვეული, ვინც აირჩევს ტექდათვალიერები სმომსახურებას, სერვისით სარგებლობას შეძლებს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, „თიბისი დაზღვევის” პარტნიორ აკრედიტირებულ სერვისცენტრებში, „თეგეტა მოტორსის” ვაუჩერის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, „თეგეტა მოტორსის” ყველა სერვისცენტრში, ნებისმიერი პროდუქტის, ან მომსახურების შესაძენად, როგორც ერთჯერადად ასევე მრავალჯერადი გამოყენებით. ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

ტეგები: ”თეგეტა მოტორსი” დაზღვევა თიბისი საწვავი

მსგავსი თემები