LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ ქამერონ დიასს შვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა (ფოტო)

667
dias-news

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქამერონ დიასსა და ბენჯი მედენს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ გამომწერებს „ინსტაგრამით“ თავად ქამერონ დიასმა შეატყობინა. გამოცემა The Blast-მა ექსკლუზიურად მოიპოვა გოგონას დაბადების მოწმობა, სადაც პატარას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად მოწმობიდან ირკვევა, რომ რედიქს მედენი ბევერლი-ჰილზში, Cedars Sinai Medical Center-ის კერძო კლინიკაში, 30 დეკემბერს დაიბადა. მისი სახელია რედიქს ხლოე უილდფლაუერი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგონა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა. გრაფაში ბიოლოგიური დედა მითითებულია უხცო გვარი, რომლის გრაფასაც კონფიდენციალურობის ნიშანი ადევს. აქვე მითითებულია 48 წლის ქამერონ დიასის მინდობილობაც, რომლის საფუძველზეც მან სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები