LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალბიუჯეტიანი SkyUp კიევიდან თბილისის გარდა ბათუმშიც იფრენს

2170292

დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევიდან თბილისის გარდა, რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებას ბათუმის მიმართულებითაც გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, კომპანია კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2019 წლის 25 მაისიდან შეუდგება და ფრენები ყოველდღიურად განხორციელდება. ავიაბილეთის ფასი კი 1527 გრივნადან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 23 დეკემბრიდან განახორციელებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები