LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბერების აპლიკაციამ 150 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები მიითვისა

8846
67391853-328908461389053-7342961777581228032-n

ბოლო კვირაა “ფეისბუქი” დაბერდა. თუ თქვენ Face App არ გამოგიყენებიათ, იმას მაინც შეამჩნევდით, რომ ვირტუალური მეგობრების უდიდესი ნაწილი, მისით მშვენივრად გაერთო.

აპლიკაციის არსი შემდეგია: თქვენი სახის შესწავლის შემდეგ, ქმნის ფოტოს, თუ როგორი იქნებით მომავალში. მოკლედ, გაძლევთ იმის “ძალაუფლებას” რომ თქვენი თავი წლების შემდეგ იხილოთ. თუმცა ამას თავის ფასი აქვს – აპლიკაცია მომხმარებლისგან იღებს წვდომის უფლებას, ფოტოებზე და სხვა პირად ინფორმაციაზე.

google play-დან ეს აპლიკაცია 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოტვირთა. iOS-ზეც Face App ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია გადმოწერილ პროგრამებს შორის.

სანამ დაბერების პროგრამას დააყენებთ, ის თავად გეუბნებათ, რომ მუდმივ და შეუზღუდავ უფლებას იღებს თქვენს პირად ინფორმაციაზე. ამას ბევრი აპლიკაცია აკეთებს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ დაბერების პროგრამის წესებში წერია, რომ თქვენს ინფორმაციას როგორც სურთ ისე გამოიყენებენ, თან როცა სურთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ თუ აპლიკაციას აღარ გამოიყენებთ, ის მაინც გამოგიყენებთ.

რაც ვიცით, ის არის რომ თქვენგან მიღებული ფოტოებით Face App-ის პროვაიდერი ინფორმაციას ამუშავებს და უმეტესწილად, მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებს. რაც უფრო მეტი მონაცემი (ფოტო) ექნებათ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ სახის ამომცნობი ალგორითმების დასახვეწად. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ცუდია, ის რომ ეს ყველაფერი თქვენს დაუკითხავად კეთდება. თან ისიც არ იცით, კიდევ რა მიზნებით გამოიყენებს აპლიკაცია თქვენს არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ არსებულ ლოკაციას, ზარებს, პირად კონტაქტებს, შეტყობინებებს…

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციის შემქნელი რუსული კომპანია FSB-ს გადასცემს თქვენს თავს, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, ისეთმა ცნობილმა კომპანიებმაც კი დაარღვიეს პირად ინფორმაციაზე წვდომა, როგორიცაა “გუგლი”, “ფეისბუქი” და ა.შ. ასე რომ, სანამ აპლიკაციას დააყენებთ, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გამოიყენებს რუსული კომპანია თქვენს მონაცემებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები