LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბნეული ვარ, რატომ ეს არჩევანი, საიდან სად? – სეფაშვილი წულუკიანზე

438
BeFunky-collage (1)

დაბნეული ვარ, რატომ ეს არჩევანი – საიდან სად? იუსტიციის მინისტრობიდან რა შუაშია? გამოდიან და ზღაპრებს ყვებიან, კულტურის სფეროდან არ უნდა იყოსო – აბა, მთვარიდან ხომ არ იქნება კულტურის მინისტრი? – ასე ეხმაურება “ფორმულასთან” საუბარში მომღერალი მერაბ სეფაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნას.

“პიროვნებას გააჩნია რის გამკეთებელია, მე ამ გოგოს არ ვიცნობ. ამ კულტურის სფეროს თუ რამე უშველის, ვერ გეტყვით. ძალიან სუსტი მთავრობაა და წულუკიანი რას უშველის კულტურას? ვერაფერს უშველის. ზოგადად, ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ კულტურის სფეროზე ლაპარაკი ადრეა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დაღუპულია. მე არ მეხება, ჩემს სფეროს არ ეხება. ეს ეხება თეატრებს და ა.შ. შეიძლება, რაღაც მოაბას თავი”.- განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.

როგორც ვიცი, იგეგმება – „ქართული ოცნების“ დეპუტატი წულუკიანის მინისტრად დანიშვნაზე

#cancelThea – კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა თეა წულუკიანის შესაძლო მინისტრობის წინააღმდეგ პეტიცია შეიმუშავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები