LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჭრა კახეთში – დაკავებულია ერთი პირი

67
c5ac71aa4fd336e7e2729108efad0c19-XL

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში თანასოფლელს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უწყებამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები