გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა.

სააგენტოს ცნობით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა სულ 39%- ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა, მათ შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი.

მათი ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორებიდან

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

“2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილისის ეროვნულ პარკს; პრომეთეს მღვიმეს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; სათაფლიას. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.  მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში“, – ნათქვამია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები