LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაძაბულობა ენმ-ის აქციაზე – მარიკა დათუკიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

83

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, მარიკა დათუკიშვილი, აცხადებს, რომ  ვაკეში, „ქართუ ბანკთან“, მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც დათუკიშვილი აცხადებს, უცნობმა პირმა სახეში ხელი გაარტყა მაშინ, როდესაც თანაგუნდელს ელაპარაკებოდა.  ის პოლიციისგან აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას ითხოვს.

„მე აუცილებლად მოვახდენ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას. წესრიგის დამცველი, რომელიც წესრიგის დამრღვევად იქცა, აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. მე ვერ გეტყვით, ვინ იყო ის. არსებობს ვიდეოკადრები, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეიძლება,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

რაც შეეხება აქციას, „ქართუ ბანკთან“ ის ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეები დათუკაშვილის განცხადების გამო, ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები