ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როუმინგული მომსახურების ლიდერმა ქართულმა კომპანია „გლობალ სელ“-მა შექმნა ახალი არაკომერციული ეროვნული პლატფორმა ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის, სახელწოდებით GEO TAXI.  პლატფორმის საშუალებით, ქართველი მოგზაურები ისარგებლებენ გაცილებით იაფი და კომფორტული სატრანსპორტო სერვისით ემიგრაციაში მცხოვრები საკუთარი თანამოქალაქეებისაგან, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურების კუთხით არიან თვითდასაქმებულნი.

როგორც GEO TAXI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, აღნიშნული ეროვნული პროგრამის შედეგად, ქართველი მოგზაურების მიერ სატრანსპორტო სერვისის ღირებულების გადახდა მოხდება არა უცხოური კომპანიისა თუ ფიზიკური პირისათვის, არამედ ჩვენივე ემიგრანტი თანამოქალაქეებისათვის. პლატფორმის გამოყენებით, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ კონკრეტული ქვეყნისა და ქალაქის მიხედვით მიიღონ ინფორმაცია იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ (მათი სატრანსპორტო საშუალებისა (ფოტოებით) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), რომლებიც ქართველ მოგზაურებს სთავაზობენ სატრანსპორტო მომსახურებას კონკრეტულ ქვეყნებსა და ქალაქებში.

ამასთან, გლობალ სელი უზრუნველყოფს უფასო მობილურ კავშირს მოგზაურებსა და სერვისის მიმწოდებელ ემიგრანტებს შორის.

„გლობალ სელი“ ემიგრაციაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს ჩაერთოს აღნიშნულ ეროვნულ პროექტში და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (რომელსაც აქვს სათანადო სატრანსპორტო სერვისის მიწოდების უფლება და საშუალება) სთავაზობს გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა:

სააპლიკაციო ფორმა ეროვნული პროექტისთვის geotaxi.global

მსგავსი თემები